რუსული კანონი

გაერთიანებული სამეფო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონი

The Times of Israel

გაერთიანებული სამეფო რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს.

ეს კანონი და თანმხლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი". - წერს ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი, ნუსრატ განი გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები