რუსული კანონი

რა ხდება? პროტესტის დინამიკა 14 მაისის 16:00 საათისთვის

საპროტესტო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, 14 მაისი
ტაბულა

მნიშვნელოვანი მოვლენები 14 მაისის 16:00 საათისთვის:

  • 14 მაისს, დილის 10:00 საათიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრება დაიწყეს;
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს;
  • 12:00 საათზე პარლამენტში დაიწყო პლენარული სხდომა, რომელზეც რუსული კანონის მიღებას უყრიან კენჭს;
  • საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორებმა, საერთო, რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოუწოდეს დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე". სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ო'ბრაიენი ქართული ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება;
  • პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. ქართული ოცნების დეპუტატები რამდენჯერმე ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს;
  • ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თქვა, რომ “საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე”;
  • თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას მხარი დაუჭირეს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და პროპაგანდისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი;
  • კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერალთა სახლიდან პარლამენტის მიმართულებით მარში მოაწყვეს;
  • პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონს ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა;
  • პარლამენტთან ვითარება დაძაბულია;

კომენტარები