აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დავაკავეთ საქართველოს ჯაშუში

კახა მურადოვი
Апсны Иахьа

ოკუპირებული აფხაზეთის მედია Апсны Иахьа ავრცელებს დეფაქტო რესპუბლიკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოს, რომელშიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დაკავებისა და დაკითხვის კადრებია.

"24 აპრილს, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქ გაგრაში, უსაფრთხობის სახელმწიფო სამსახურმა, საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქე კახა შოთას ძე მურადოვი დააკავა. საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის ჯაშუშურ საქმიანობაზე". – ამბობს ვიდეოს დასაწყისში მარიონეტული რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მურადოვს გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, მხედრიონისა და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ. 

როგორც თავად მურადოვი ვიდეოში ამბობს, ის საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სუს-ის დავალებით მოქმედებდა. მას აფხაზეთის ტერიტორიაზე შემომავალი რუსული სამხედრო ტექნიკისთვის უნდა ედევნა თვალი და მონაცემები ქართული მხარისთვის გადაეცა.  

კომენტარები