მსახიობ სტივ ბუშემის ნიუ-იორკის ქუჩაში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"სტივ ბუშემის მანჰეტენის შუაგულში დაესხნენ თავს, ის შემთხვევითი ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლია. მსახიობი თავს კარგად გრძნობს და ყველას მოკითხვას უთვლის, თუმცა წუხს იმაზე, რომ მსგავსი რაღაცები ნიუ-იორკის ქუჩებში ხდება". – ამბობს მსახიობის წარმომადგენელი.
66 წლის მსახიობმა თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოს მიმართა. მას სახის არეში დაბეჟილობა, შეშუპება და სისხლდენა აქვს.
ნიუ-იორკის პოლიცია ეჭვმიტანილს უკვე ეძებს, ამოღებულია ფოტო სათვალთვალო კამერებიდან.






