"რაც შვილებს უნდათ" - ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიიდან მშობლების მარში ევროპისთვის დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან და შეუერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო მთავარ აქციას.
მოქალაქეები ასევე იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან. ექსპო ჯორჯიადან დაწყებულია მშობლების მარშიც.
"ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ 8 მაისს დაწყებული მასშტაბური დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიის შემდეგ, ეს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში გამართული პირველი დიდი აქცია იქნება.





