დღეს, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში 4 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობები მოეწყობა.
მოქალაქეები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან. წერეთლის გამზირიდან, ექსპო ჯორჯიადან მოეწყობა მშობელთა მარშიც.
"ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ 8 მაისს დაწყებული მასშტაბური დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიის შემდეგ, ეს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში გამართული პირველი დიდი აქცია იქნება.





