კალაძე 8 მაისის თავდასხმებზე: რატომ არ გმობთ POS TV-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფას?

რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ბულინგი, მაგრამ აქ ნახეთ, რა მდგომარეობაა... მაგალითისთვის მომყავს, როდესაც იმედის, ჟურნალისტს, პოსტივის ჟურნალისტს, თქვენს კოლეგებზეა საუბარი, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ, წაახალისონ ძალადობა, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ გამოეყვანათ ეს ადამიანი გმირად, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია...

...ჩვენ ხომ გვინდა ყველას, როგორც თქვენ ჟურნალისტებს, ასევე მე, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და, რა თქმა უნდა, უნდა დაიგმოს ეს ყველაფერი. ვსვამ მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად, პოსტივის ჟურნალისტს თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე იმედის ჟურნალისტს...

თბილისის მერი კახა კალაძე კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა შსს-ს, დასაჯოს მოძალადეები. მუქარის შემცველი ზარების შემდეგ, 8 მაისს თავს დაესხნენ დიმიტრი ჩიქოვანს, გია ჯაფარიძეს და ბაიკერ ლაშა ღვინიაშვილს.

კომენტარები