ნიკა გვარამია

გვარამია: სუს-ის სულელურ ფაბრიკაციებზე კომენტარს არ გავაკეთებთ

ნიკა გვარამია

სამთავრობო მედიები აქვეყნებენ ჩანაწერებს, რომლებშიც, მათი მტკიცებით, ნიკა გვარამიას, აკაკი მინაშვილისა და ნიკა ფარულავას საუბარი ისმის.

მალევე, სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სუსის ფაბრიკაციებზე" კომენტარს მისი გუნდი არ გააკეთებს.

"იმედია, ვინმეს სერიოზული მოლოდინი არ აქვს, რომ სუსის ამ სულელურ აუდიო ფაბრიკაციებზე კომენტარს გავაკეთებთ ან მე, ან ჩვენი გუნდი.

მეასეჯერ აკეთებენ ქოცები ამას ჩემს წინააღმდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში. როგორც აქამდე "იმუშავა', აწიც ეგრე იმუშავებს.

წერეთ და იკითხეთ, მაინც გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან" - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

კომენტარები