რუსული კანონი

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო

ქართული ოცნების დეპუტატები პლენარულ სხდომაზე, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო.

პლენარული სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა.

30 აპრილს სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია მიმდინარეობდა. დაახლოებით 21:00 საათიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყეს. მთელი ღამის განმავლობაში მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  მიუხედავად ამისა, დაახლოებით 1 მაისის 05:00 საათისთვის სამართალდამცველებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს, რუსთაველის გამზირი კი დემონსტრანტებმა დაიბრუნეს.

იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით 29 აპრილს მიიღო. იმავე დღეს, 20:00 საათზე გაიმართა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული რუსული კანონის მხარდამჭერი კონტრაქცია. დაახლოებით ორსაათიანი აქციის ბოლოს სიტყვით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც დამსწრეებს თავისუფლებამოყვარე ერის ღირსეული შვილები უწოდა, ხოლო რუსულ კანონს - ქართული.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები