არჩევნები 2024

მახარაძის თქმით, საარჩევნო კომისიამ მათი პარტიის, ქართული იდეის გაუქმების პროცესი დაიწყო

პუტინისტური ძალადობრივი ალტინფოს წარმომადგენელის, ზურა მახარაძის ცნობით, ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ მათი პარტიის, ქართული იდეის გაუქმების პროცესი დაიწყო. 

"წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ქართული იდეის გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ქართულ ოდეას აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ" - წერს მახარაძე სოციალურ ქსელში. 

ამჟამად პარტიების რეესტრში მათი ახალი პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით ქართული იდეა რეგისტრირებულია. 

საჯარო რეესტრმა 8 აპრილს ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე.

4 აპრილს პუტინისტური მოძრაობის ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ალტ-ინფომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები