ქართული ოცნება ქმნის პარალელურ რეალობას, თითქოს რუსულ კანონს აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. სინამდვილეში, ქართული ოცნება 29 აპრილს მოაბილიზებს ადამიანებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აიპებში. მარტო 20 მუნიციპალიტეტის ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ეს არის დაახლოებით 22 311 ადამიანი, რომელიც შეუძლია ორშაბათს, პირდაპირ სამსახურიდან ჩამოიყვანოს თბილისში. ასე შეგვიზლია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითი ვთქვათ: გორში, მაგალითად 3055 ადამიანი მუშაობს აიპში, ეს არ არის მხოლოდ მერია, არამედ მერიის მიერ დაფუძნებული აიპები. ზუგდიდში 2883 ადამიანი მუშაობს, ოზურგეთში 1942 ადამიანი, ყვარელში 1077. ეს ხალხი ჰყავთ გაფორმებული მუნიციპალიტეტებში, რომელთა საქმიანობაც არის ქართულ ოცნებისთვის ხმის მიცემა და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და Facebook-ზე აქტიურობა. ამ ხალხში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოიყენება ქუჩაში მარბიელ რაზმებად. ამ ადამიანებს ოცნება იყენებს პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის, ხოლო ანაზღაურებას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
tbl.ge/6ris
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე. 29 აპრილს ქართული ოცნება რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას გამართავს.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




