საფრანგეთი

პარიზში ირანის საკონსულოში კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

Benoit Tessier/REUTERS

პარიზში მდებარე ირანის საკონსულოში დღის 11 საათზე კაცი შეიჭრა, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. პოლიციის და პროკურატურის ცნობით, კაცი დაკავებულია. როგორც ცნობილია, კაცს ასაფეთქებელი ჟილეტის მსგავსი სამოსი ეცვა, თუმცა პოლიციამ მის სხეულზე რეალური მოწყობილობის კვალი ვერ იპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზის პოლიციამ საკონსულოში შეჭრილი კაცი დააკავა, შენობის ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშიშროების გამო მაინც დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსულოს ტერიტორიაზე საფრთხის გაუვნებელყოფის ოპერაციაში ჩართულია საფრანგეთის კვლევის და გამოძიების ბრიგადა (BRI).

"ამ ეტაპზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არაა ნაპოვნი" - წერია პარიზის პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები