ირანის თავდასხმა ისრაელზე

IDF: ირანმა ჯამში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამში 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა Arrow-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო რაკეტების ჩამოგდების შემთხვევათა უმრავლესობა ისრაელის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამასთანავე, იგი ამბობს, რომ ირანის თავდასხმის ფარგლებში ნეგევში ერთი გოგო დაშავდა და დარტყმებს ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის "მცირედი დაზიანება" მოჰყვა.

კომენტარები