ირანი-ისრაელი

CBS: ირანი ისრაელზე თავდასხმას 100-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით გეგმავს

Israel Defense Forces

CBS-ის ცნობით, ირანმა ისრაელზე იერიში შესაძლოა 100-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით მიიტანოს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS ორ ამერიკელ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მასიური თავდასხმა შესაძლოა განახორციელონ, როგორც უშუალოდ ირანის ძალებმა, ასევე რეგიონში მისმა მარიონეტულმა ჯგუფებმა. 

დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის და IRGC-ის გენერლების მკვლელობის გამო ისრაელი ირანიდან საპასუხო დარტყმას უკვე კვირაზე მეტია ელის. გავრცელებული მოლოდინით, ირანი ერთდროულად მრავალ სამხედრო თუ პოლიტიკურ სამიზნეზე მიიტანს იერიშს. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ირანის თავდასხმა 12-13 აპრილსაა მოსალოდნელი. 

მოსალოდნელი თავდასხმის სცენარებზე და ისრაელის მზადყოფნაზე სასაუბროდ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის გენერალი მაიკლ კურილა ისრაელში ჩავიდა და იქ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდა. 

ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსის ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ყველა სცენარისთვისაა მზად. 

კომენტარები