რუსული კანონი

კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი რომ ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაცაა

რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას. 

თბილისის მერი კახა კალაძე.

9 აპრილს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".

ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა -  "რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით".

კომენტარები