რუსული კანონი

ფეტვიაშვილი მსახიობების პროტესტზე: ხელოვანის მისიაა, იყოს თავისუფლების სადარაჯოზე

ხელოვანი ადამიანის მისიაა, იყოს თავისუფლების სადარაჯოზე - შინაგანი თავისუფლება აქვს და ეს მისთვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ რაც საჭიროა ის თქვას, ის დაინახოს, თუ რაღაც შემთხვევით არ ჩანს, იმაზე მიუთითოს და პირიქით, ამას უნდა მიესალმებოდეს თავისუფალი და სწორად მოაზროვნე ქვეყანა...

ჩვენი, ყველას გასაკეთებელი არის ის, რაც გავაკეთეთ შარშან - ვიყოთ ყველანი ერთად, ხომ ვიცით, რაც გვინდა... შეიძლება აგრესიული მეთოდებით არ გამოვხატოთ, მაგრამ ეს ჩვენი მთავრობაა, საქართველოს მთავრობის მოვალეობა კი არის რომ თავის მოქალაქეებს, უმრავლესობას გაუწიოს ანგარიში - ჩვენ გვინდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული, იმიტომ, რომ არ გვჯერა ამ კანონის და რეალურად ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის სასარგებლო კანონი არ არის და ეს გვაახლოებს რაღაცნაირად რუსეთთან, ამიტომ ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიოს მთავრობამ... 

ამბობს მხატვარი, რუსუდან ფეტვიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტის ფაქტის შესახებ TV პირველის ეთერში.

კომენტარები