რუსული კანონი

ლილუაშვილი: სამარცხვინოა ადრე სააკაშვილის, ახლა კი ივანიშვილის პრომუშაკი კალაძის საქციელი

⁠გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს ნაცობამდე და ქოცობამდე. ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, რომ მოქალაქეებს ააკრას იარლიყები და ამით ერთმანეთთან დააპირისპიროს...

⁠რაც შეეხება რუსულ კანონს, ჩვენს გუნდს წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონების პაკეტი. ჩვენი ალტერნატივა ახდენს რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური მტრის აგენტების პასუხისგებაში მიცემას, ხოლო თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, როგორც დღეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა "ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ".

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამას, როინ ქოჩორაშვილს "ნაცად" და "გახარიას პარტიის წარმომადგენლად" მოიხსენიებს.

კომენტარები