დემეტრე თბილელი

ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის პროცესი გაიხსნა

ქართველი კათოლიკე მოწამე, დემეტრე თბილელი

კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში, ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკელი ძმის, დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვის (ბეატიფიკაციის) პროცესი გახსნა. 

პროცესის ბოლოს დემეტრე თბილელი ნეტარად პაპმა უნდა შერაცხოს.  

2024 წლის 9 აპრილს, პროცესის პირველი ეტაპი, ადგილობრივ დონეზე გაიმართება.

2021 წლის 9 აპრილს, ქართველი კათოლიკე მოწამის, ფრანცისკელი ბერის, ძმა დემეტრე თბილელის წამებიდან 700 წლისთავი აღინიშნა. ქრისტიანობის დაცვის გამო, იგი ინდოეთში 1321 წლის 9 აპრილს აწამეს, მახვილით განუგმირეს მკერდი და თავი მოჰკვეთეს.

სპეციალურად მომზადებულ წერილში 2021 წელს საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები პაპს სთხოვდნენ, დაიძრას საკითხი ძმა დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვასთან დაკავშირებით. 

1910 წელს წერდა მასზე მიხეილ თამარაშვილი (L’Église Georgienne. Des origins jusqu'à nos jours). ის მჭიდრო კავშირს ხედავდა მოწამე დემეტრესა და 1329 წელს ტფილისის ეპარქიის დაარსებას შორის.

"ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს. ამიტომაც გადაწყვიტა პაპმა იოანე XXII მ თავისი Bolla Rex regum altissimus- ით, სწორედ ტფილისი აერჩია საეპისკოპოსო ქალაქად და სატახტოდ, სმირნის შემცვლელად, რომელმაც თურქთა მომრავლების გამო მნიშვნელობა დაკარგა" – [პორდენონე, 2017 წლის 21 მარტი. პაოლო ჩიკონოფრი, კარლოვურაკი]

დემეტრე თბილელის ცალკე იკონოგრაფიული გამოსახულება ჩვენამდე მოღწეული არ არის, იგი მხოლოდ მეგობრებთან ერთად არის გამოსახული.

კომენტარები