რუსული კანონი

სამხარაძე: ჩვენი პარტიული მოწოდებაა - გადავახიოთ თავზე ტყუილები, სქრინებს ტყუილად აფრიალებთ

რაღაცა სქრინები გამოუტანიათ და ვადასტურებ, რომ ჩვენგან არის პარტიული მოწოდება - გადავახიოთ თავზე თავისი ტყუილები და მავნებლობა! სქრინები რად უნდა მაგას, აგერ გიდასტურებთ ყველას, რომ ჩვენი მოწოდებაა! ხანდახან ვიგინებით კიდევაც მათი მავნებლობის მასშტაბებზე

მომავალშიც თუ რამე სქრინები გამოვიდეს გინების, ჩემია.

ასეც გამოვხატავთ-ხოლმე შიდა ჩათებში ჩვენს ემოციებს უსამშობლოების მიმართ. დიახ, ყველას მოვუწოდეთ ნაცების და მათი კუდების მავნებლობის, სიცრუის და ხალხის მოტყუების ყველა არგუმენტი გადავახიოთ თავზე.

არგუმენტები არ აქვთ და სინამდვილეში რაზეა ლაპარაკი, ეს უნდა იცოდეს ყველამ და თუ ვინმესთან ჩვენი ეს მოწოდება კიდევ არ მისულა, დიდი მადლობა ამ სქრინების გამოტანისთვის.

კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, რომ პარტიის ორმოცდაორიათასზე მეტ წევრს და მათთან ერთად ჩვენს მხარდამჭერებსაც მოვუწოდოთ, საჯარო სამსახურში იქნებიან ისინი თუ კერძო სექტორში, მაქსიმალურად გადავახიოთ თავზე თავიანთი სიცრუე ნაცებს, ნაცენჯეოებს და მათ სატელიტებს!

ვეღარასდროს უნდა გაბედონ საქართველოს ვერცერთი მოქალაქის მოტყუება თავის ამ მავნებლური პიარკამპანიით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და გარედან შემოსული შავი ფულით ქვეყნის მართვისკენ არის მიმართული. ამის უფლებას აღარ მოგცემთ და სქრინებს ტყუილად აფრიალებთ! აგერ გიდასტურებთ ყველაფერს!

ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე სავარაუდოდ აიფაქტის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება რუსული კანონის გასატანად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

კომენტარები