ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები ღაზის სექტორში. 2023 წლის 23 დეკემბერი.
Israel Defense Forces

კვირას, 7 აპრილის გამთენიისას იარსელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთიდან სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანეს და მხოლოდ ერთი ბრიგადა დატოვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს.

ღაზის სექტორის სამხრეთში რჩება მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა. ამ ქვედანაყოფს აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლით ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. 

სამხედროების გასვლიდან რამდენიმე საათში, ხან იუნისიდან ღაზის სექტორის საზღვრის მახლობლად მდებარე დასახლებების მიმართულებით 5 რაკეტა ისროლეს. მათი ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა რკინის გუმბათმა უვნებელყო. არავინ დაშავებულა. 

აქამდე ისრაელმა მსგავსად გამოიყვანა ჯარები ღაზის ჩრდილოეთიდან და აქ მხოლოდ გარკვეულ მცირე ოპერაციებს ატარებენ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ხან იუნისში ჯარმა მიზანს მიაღწია, დაშალეს ჰამასის ადგილობრივი ბრიგადა და გაანადგურეს მათი გვირაბების 30-კილომეტრიანი მონაკვეთი.

კომენტარები