რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: განადგურებულია ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონი

Unian.net

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 აპრილის ღამეს, განადგურებულია რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონი.

"ღამე რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე, ამისთვის მათ 17 შაჰედის ტიპის დრონი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალების დახმარებით ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

შტაბის მონაცემებით გასულ 24 საათში სულ 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში მტერმა უკრაინულ პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 10 სარაკეტო და 88 საავიაციო იერიში მიიტანა. 

ხარკოვში დრონის ნამსხვრევებმა სახლი დააზიანა, შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.

გარდა ამისა, ოდესის ოლქში ისკანდერის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაზიანებულია რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, დაშავებულია ერთი ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს. 

კომენტარები