ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჯონსონი: ბაიდენის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა - ისრაელისკენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი მაიკ ჯონსონი
Tom Brenner/AFP via Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიჯ ჯონსონი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მიმართ გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ისრაელს ღაზაში პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

მაიკ ჯონსონის თქმით, "პრეზიდენტის ულტიმატუმები ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, და არა - ისრაელისკენ".

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, ღაზის სექტორში დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება.

ამასთანავე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აშშ-ს პოლიტიკა აღნიშნული კონფლიქტის მიმართ დამოკიდებული იქნება ისრაელის ქმედებებზე.

"ჰამასმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე, უაზრო სისხლისღვრა მოიტანა, და უარს ამბობს ისრაელელი და ამერიკელი მძევლების გამოშვებაზე". - წერს მაიკ ჯონსონი X-ზე.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ამ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე ბაიდენმა დახმარების წინაპირობებით გაცემით ისრაელის მხარდაჭერა არ უნდა შეამციროს.

კომენტარები