რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როსტოვში საწარმოო ზონაში დიდი ხანძარი გაჩნდა

ხანძარი როსტოვში, 2024 წლის 3 აპრილი

რუსეთში, დონის როსტოვში საწარმოო ზონის მიმდებარედ დიდი ხანძარი გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარს წინ უძროდა სამი აფეთქების დიდი ხმა. გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს ცნობით, ხანძარი გავრცელდა 1000 კვადრატულ მეტრზე. მათ შეტყობინება მოსკოვის დროით 18:46-ზე მიიღეს.

გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს ხანძარი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ ხანძარი ხორბლის საცავის მახლობლად გაჩნდა.

მოსკოვის დროით 19:35-ზე ცეცხლი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები.

არ გავრცელებულა ცნობები რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის, ან დრონების თავდასხმის შესახებ. წარსულში როსტოვი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე რამდენჯერმე გახდა. მაგალითად, 7 სექტემბერს ერთი დრონი ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.

კომენტარები