რუსული კანონი

ფოტიგა რუსულ კანონზე: ოცნება არჩევნების წინ ცდილობს საზოგადოების დაყოფას

როგორც მახსოვს, ზუსტად 1 წელი და 1 თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა, მმართველი პარტია არჩევნების წინ ცდილობს საზოგადოების დაყოფას, ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია და შეფასებული საერთაშორისო გაერთიანების მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ძალიან დასანანია.

საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე ერთხელ უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე.

ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია ხალხზე და ხალხის ნებაზე. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ქართველი ხალხის წარმატება, ევროკავშირის შეფასებაში სწორედ ქართველი ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ჯერ არ ვიცით რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი. რეაქცია ქართველმა ხალხმა უკვე გამოხატა 1 წლის წინ. ვიცით, რომ არის ხალხი, ვისაც სურს საქართველოში დესტაბილიზაცია და ეს სვლა არაგონივრული იყო.

ისაუბრა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები