რუსული კანონი

სააკაშვილი: რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს

რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე - ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.

ახლა, ამ რუსული კანონის შემოგდებით, ბიძინა ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანისა და არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც ქართულ ოცნებასთან ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

კომენტარები