საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

Georgian Airways: გერმანიაში პირდაპირი ფრენების ერთი გზის ფასი 295 ევროდან დაიწყება

flickr.com/photos/picturejohn64

ჯორჯიან ეარვეისის ცნობით, გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის პირდაპირი რეისების ერთი გზის ფასი 295 ევროდან დაიწყება.

ავიაკომპანიის ცნობით, ბილეთების გაყიდვა დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება. ჯორჯიან ეარვეისში ამბობენ, რომ ამ რეისებზე ნაყიდი ბილეთები დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება.

ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

კომენტარები