რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა, 150 000 კაცს გაიწვევენ

ვლადიმირ პუტინი საბრძოლო დანიშნულებისა და საწვრთნელი ცენტრის ვიზიტის დროს, 2024 წლის 27 მარტი.  
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. გაწვევა 1-ელი აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება და გამოიძახებენ 150 000 ადამიანს.

1-ელი იანვრიდან მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 18-დან 30 წლამდეა. თუმცა, ცვლილების თარიღის გათვალისწინებით, არ გაიწვევენ მათ, ვინც 2023 წელს გახდა 27, 28 ან 29 წლის. 

2023 წელს რუსეთის ტავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წინადადებით, ქვეყანაში გაწვევის ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა. ამას გარდა, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დააკანონა ელექტრონული გამოძახების სისტემა და "მოქალაქეებს, რომლებიც ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას", მოწვევის მიღების შემდეგ ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 

მედია Вёрстка-ს წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ომში 300 000 ადამიანის გაწვევა სურს და მოსალოდნელია ახალი მობილიზაციის გამოცხადება.

კომენტარები