ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ქალმა საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში გაიკეთა, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი კლინიკა ბაუში გადაამისამართეს.
"ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMC-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. [...] პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა" - ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე მთავართან.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძმე დაზიანებას გულისხმობს.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


