გერმანია

გერმანიაში საქალაქთაშორისო ავტობუსი ამოტრიალდა, დაშავებულია 20 ადამიანი

Daniel Schröder/dpa/picture alliance

გერმანიაში, დიუსერდორფთან ახლოს საქალაქთაშორისო ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. ეს ამ კვირაში გერმანიაში ავტობუსის ავარიის და ამოტრიალების უკვე მეორე შემთხვევაა. 28 მარტს გერმანიაში ავტობანზე FlixBus-ის ფირმის ავტობუსი ამოყირავდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიუსელდორფთან ავტობანზე ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ამ შემთხვევის გამო დიუსელდორფთან ავტომაგისტრალი A44 მთლიანად დაიხურა. როგორც ცნობილია, ავტობუსში 60 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა სტუდენტი იყო. სტუდენტები ვარბურგში ინგლისიდან, პროფესიული სკოლიდან ბრუნდებოდნენ. 

პოლიცია ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. მათი თქმით, ავარიაში ჩართული არ ყოფილა სხვა სატრანსპორტო საშუალება.

კომენტარები