საქართველოს ნაკრები

კობახიძე: ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს  ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა.

"დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს - 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ - ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი! დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო თითოეული მათგანისა და თითოეული თქვენგანის მიმართ, უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თამაშის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლების გარეშე ჩაიარა. ამ გაამრჯვებით საქართველოს ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. 

კომენტარები