პოლონეთი-რუსეთი

რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა

პოლონეთში რუსეთის ელჩი, სერგეი ანდრეევი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა.

ანდრეევს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის მოთხოვნით ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა.

თავის მხრივ ანდრეევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან პოლონეთის საგარეო უწყებას მისთვის რუსული რაკეტის შესვლის მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, თუმცა, მათგან მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.

ამავდროულად, ანდრეევმა უწყებას მოუწოდა შესაბამისი ნოტა ფოსტის ან კურიერის საშუალებით გაუგზავნონ. სამინისტროში თქვეს, რომ ამას გააკეთებენ.

24 მარტს, რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინისკენ გასროლილმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაცია პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა.

რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დილის 4:23 საათზე დაარღვია და 39 წამის შემდეგ დატოვა.

კომენტარები