თბილისის მერია

ერთა ლიგის ფინალური მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების ნაწილის მუშაობის დრო იზრდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ხვალ, 26 მარტს დაგეგმილ საქართველოს-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც დინამო არენაზე, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება.

გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

მერიისვე მითითებით, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალური მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება - რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება, მატჩი კი 21:00-ზე დაიწყება.

კომენტარები