ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 25 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.    

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იოსებ ალავერდელის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთობის დასახლების, სამგორის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, იუმაშევის, გიორგი ჩიკვაიძის, იოსებ ალავერდელის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.    

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ქიაჩელის, ჯუღელის, ნიკო ნიკოლაძის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები