კრიმინალი

ქობულეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქობულეთში, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ თ.გ. - ს მათ შორის არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები