რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 34 რუსული დრონიდან 31 ჩამოაგდო

Pravda.com.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22-23 მარტის ღამეს გაშვებული 34 რუსული დრონიდან 31 ჩამოაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram-ზე გაავრცელა.

ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე S-3000-ის ტიპის რაკეტებით და 34 შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, დრონები რუსეთის კურსკის ოლქიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან იყო გაშვებული. მიკოლა ოლეშჩუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინულმა მხარემ რუსული დრონები ჩამოაგდო პოლტავას, მიკოლაივის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიას და ხერსონის ოლქებში. 

კომენტარები