აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი: ინალ არძინბა რუსეთის ელჩს გაძევებით არ დამუქრებია

ინალ არძინბა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩს, მიხაილ შურგალინს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გაძევებით არ დამუქრებია.

დე ფაქტო უწყება Youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც არძინბა შურგალინს ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიიდან გაძევებით ემუქრება. ტელეგრამ არხი Legitimny-ს ცნობით, დახურული შეხვედრის აუდიოჩანაწერი უკრაინულმა ძალებმა მოიპოვეს.

"მორიგი ფეიკი. ამ აუდიო ჩანაწერში დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე საუბრის სხვადასხვა ნაწილებია დაჭრილი და შეერთებული. მეორე ნაწილში, ინალ არძინბა საუბრობს UNDP-ის პროგრამის მენეჯერის, ვარდონ ჰოჯის შესაძლო გაძევებაზე. საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ჩანაწერი თანამედროვე უკრაინის ნეონაცისტური გამოცემების ხელში როგორ მოხვდა". - წერია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ "პროვოკაციული დამახინჯებული მასალების მტრული ქვეყნის არასანდო წყაროს ხელში მოხვედრა, მკაფიო სურათს იძლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ეკოსისტემის მუშაობის შესახებ".

კომენტარები