საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე იქნება

იმედა ნიკურაძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე იქნება.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა.

იმედა ნიკურაძე კომპანია ელიტა ბურჯის ყოფილი იურისტია.

მიხეილ სარჯველაძე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დანიშნა.

კომენტარები