თბილისის მერია

კალაძე: იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მივიღეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საექსპორტო ბიურომ დაადგინა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია და შესაბამისად, ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.

"დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს. ეს რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნულ ხიდს გავუკეთოთ დემონტაჟი, რადგან ის არის ფაქტობრივად უფუნქციო. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არის უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში და მისი შეკეთება საჭიროებს რამდენიმე მილიონს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ხიდის დემონტაჟი განვახორციელოთ, რადგან ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ზებრა გადასასვლელზე გადაადგილება." - თქვა კალაძემ.

კომენტარები