აშშ

მიჩიგანში დამნაშავედ ცნეს ცოლ-ქმარი, რომელთა შვილმაც მათი ნაჩუქარი იარაღით 4 კლასელი მოკლა

Mandi Wright/Reuters

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს კაცი, ჯეიმს ქრამბლი რომლის შვილმაც მისი ნაჩუქარი ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი თანაკლასელი მოკლა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამავე ბრალდებით თინეიჯერი თავდამსხმელის დედაც, ჯენიფერ ქრამბლიც დააპატიმრეს. ორივე მშობელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

2021 წელს 15 წლის ითან ქრამბლიმ მშობლებისგან ნაჩუქარი იარაღით სკოლაში ცეცხლი გახსნა და ოთხი თანაკლასელი მოკლა. ითანს სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯენიფერ ქრამბლიმ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ითანს მამამ, ჯეიმს ქრამბლიმ საშობაო საჩუქრად მიუტანა. 

ითან ქრამბლის მიერ სკოლაში ცეცხლის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე სკოლის მასწავლებელმა ჯენიფერ ქრამბლის დაურეკა და უთხრა, რომ მის მერხზე ძალადობრივი ხასიათის ნახატი იპოვა და მათ ფსიქოლოგთან დაკავშირება ურჩია. პროკურატურის ბრალდებით, ჯენიფერ ქრამბლმა არ გაითვალისწინა მასწავლებლის რჩევა, შვილი სკოლიდან სახლში არ წამოიყვანა და არ მიაქცია ყურადღება შვილის მენტალური პრობლემების ნიშნებს. რამდენიმე საათში ითან ქრამბლიმ კლასში 30 ტყვია ისროლა, მოკლა ოთხი თანაკლასელი და დაჭრა ექვსი მათგანი. 

სასამართლოზე ასევე წარმოადგინეს 15 წლის ითანის დღიური, სადაც თინეიჯერი წერდა, რომ ის მისი ფსიქიკური პრობლემების დასაძლევად დახმარებას ვერ იღებდა და ამიტომ სკოლაში ცეცხლის გახსნაზე ფიქრობდა. 

ეს აშშ-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრეს შვილის მიერ სკოლაში გახსნილი ცეცხლის გამო. 

კომენტარები