ისრაელ-ჰამასის ომი

Reuters: ჰამასი გამოდის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით, რომელიც ტყვეების დაბრუნებას მოიცავს

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰამასმა კონფლიქტის მედიატორებსა და აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვით, ჰამასი მზად არის დააბრუნოს ისრაელელი ტყვეები პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. 

შეთავაზების მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქომე ტყვეების გაცვლა 700-დან 1000-მდე პალესტინელ პატიმარში. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აღნიშნა, რომ ჰამასის პოზიციები "არარეალისტურ მოთხოვნებზე" არის დამყარებული.

დოკუმენტის მიხედვით, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის პირველი ეტაპის შემდეგ შესაძლებელი იქნება პერმანენტულ ცეცხლის შეწყვეტის თარიღზე და ღაზის სექტორიდან ისრაელის ძალების გაყვანაზე შეთანხმება. 

 

კომენტარები