ისრაელ-ჰამასის ომი

ნეთანიაჰუმ ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად პრესკონფერენცია გამართა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს
Drew Angerer/AFP

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლო 5 თვის განმავლობაში პირველად იერუსალიმში პრესკონფერენცია გამართა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი დროებითი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისთვის მზად არის, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება.

მისი თქმით, ომის დასრულება "გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს".

"ყველა მძევალი უნდა დაბრუნდეს სახლში, ჰამასმა უნდა დაყაროს იარაღი, ჩამოშორდეს ხელისუფლებას, მისმა ლიდერებმა უნდა დატოვონ ღაზა, ღაზა სრულად უნდა განიარაღდეს და უნდა განხორციელდეს ტრამპის გეგმა". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ჰამასის მიერ გატაცებული ტყვეებიდან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულებამდე ღაზა სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება.

პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ ჰუმანიტარული დახმარების სამეტაპიანი გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც აშშ-ს კომპანიების მიერ ღაზაში საკვების გამანაწილებელი პუნქტები გაიხსენა და მათ დაცვას ისრაელი უზრუნველყოფს.

ნეთანიაჰუმ საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, ჰამასის ლიდერი მოჰამედ სინვარი მოკლა. 

მანამდე, საუდის არხ "ალ-ჰადათის" ცნობით, მოჰამედ სანვარისა და მისი 10 თანმხლები პირის ცხედარი ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში აღმოაჩინეს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, მოჰამედ სინვარი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას წინააღმდეგობას უწევდა.

კომენტარები