დიდი ბრიტანეთი

ინგლისში პოლიციამ სერიული მკვლელის, ჯეკ მფატრავის საქმის მასალები აღმოაჩინა

Whitton & Laing/BNPS

ინგლისში ჯეკ მფატრავის სახელით ცნობილი სერიული მკვლელის საქმის მასალები, ფოტოები და ჩანაწერები აღმოაჩინეს. აღმოჩენილი დოკუმენტები ჯეკ მფატრავის მკვლელობების გამომძიებლის, ლონდონის პოლიციის ინსპექტორის ჯოზეფ ჰენრი ჰელსონის შვილიშვილს ეკუთვნოდა. 

აღნიშნული მასალები ლონდონის პოლიციამ 136 წლის წინ შეაგროვა და მათ შესახებ ამ დრომდე ცნობილი არ იყო. არქივი მოიცავს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მაიკლ ოსტროგის ფოტოებს, ჩანაწერებს და თავად ჯეკ მფატრავის მიერ ლონდონის პოლიციისთვის გაგზავნილი ფოტოს ასლს. როგორც ცნობილია, ჯეკ მფატრავმა საკუთარი ფოტო თავად გაუგზავნა პოლიციას, თუმცა ამ ფოტო დაკარგულია და მხოლოდ მისი ასლია შემორჩენილი. 

ინსპექტორი ჰელსონის არქივში სერიული მკვლელის მიერ პოლიციისთვის გაგზავნილი წერილის ასლიც იპოვეს, რომელსაც "ძვირფასო ბოს" ჰქვია. მკლელმა სწორედ ამ წერილის ბოლოს მოაწერა ხელი ჯეკ მფატრავის სახელით, რის შემდეგაც ეს სახელი გავრცელდა. ჯეკ მფატრავის წერილისა და ფოტოს ასლებთან ერთად მასალებში ასევე მისი პირველი მსხვერპლის, მეძავის, მერი ენ ნიკოლსის გვამის ფოტოც ინახება. 

სერიულმა მკვლელმა ჯეკ მფატრავმა 1888 წელს ლონდონში, უაითჩაპელის უბანში ხუთი ქალი მოკლა. ინსპექტორი ჯოზეფ ჰენრი ჰელსონი ჯეკ მფატრავის პირველ ორ დანაშაულზე, მერი ენ ნიკოლსის და ენი ჩეპმანის სიკვდილებს იძიებდა. ენი ჩეპმენი ჯეკ მფატრავმა პირველი მკვლელობიდან 8 დღის შემდეგ მოკლა. 

კომენტარები