არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა

Shutterstock

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან, 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

The Ajara Times-ის ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს მოზარდის გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. არასრულწლოვანმა ფაქტების შესახებ დეიდას უამბო, რის შემდეგაც ქალმა დისშვილზე ფიზიკურად იძალადა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მამაკაცი დაკავებულია სსკ-ს 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობითვე, ბრალი წარედგინა არასრულწლოვნის დეიდასაც სსკ-ს 126-ე, ოჯახში ძალადობის მუხლით. 

კომენტარები