ევროკავშირი-ბოსნია და ჰერცეგოვინა

ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს ბოსნიასთან EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი
The Guardian

ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაციას გასცემს ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია, შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ ჩვენ დღეს გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ ევროკავშირისკენ შთამბეჭდავი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა და 1 წელიწადში უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე გასულ 10 წელიწადში.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ახლა სრულად შეესაბამება "ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ გეოპოლიტიკური არეულობის დროს".

კომენტარები