პარტია ახალი

გვარამია: ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ

ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისმიერი რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა. ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. ჩვენ არ ვარ შემოერთებისტი, გაერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ.

ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ!

თქვა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანება ახალის პრეზენტაციაზე.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

კომენტარები