პარტია ახალი

კალაძე ახალზე: როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა, როცა არჩევნებზე 1-2%-სთვის იბრძოლებენ?

როგორ შეიძლება კონკურენტად აღიქვა ის ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომლებიც იმისთვის იბრძოლებენ, რომ არჩევნებზე ხმების 1-2% მიიღონ? ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა.

დღეს, შეიძლება აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ახლები არიან. თუმცა, ვინ არიან ეს ადამიანები? ნიკა მელია რომელი ახალია, ან ნიკა გვარამია? რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას? რადიკალიზმით და ოდიოზურობით. თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადროს, ყველა წითელი ხაზი გადალახოს - ეს ორივეს გაკეთებული აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. შესაბამისად, რადიკალიზმისა და ბოროტების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. 

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საარჩევნოდ გაერთიანებაზე. 

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საარჩევნოდ გაერთიანების შესახებ 11 მარტს შემაჯამებელი შეხვედრა და ერთიანი ბრიფინგი გამართეს.

კომენტარები