ქალთა საერთაშორისო დღე

ჩერგოლეიშვილი: 8 მარტი არ მომწონს - რაც ამ დღეს ხდება, არაფერ კავშირშია ჩვენს პრობლემებთან

8 მარტი არ მიყვარს მისი ისტორიის გამო, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ შეცვლილი აქვს მნივნელობა და ახლა ნარცისებს ჩუქნიან ერთმანეთს და მთელი დღე ეს არის გამხდარი, მაგრამ რა მნიშვნელობაც აქვს შეძენილი, არც ის მომწონს, იმიტომ რომ რაც ამ დღეს ხდება, არაფერ კავშირშია იმ პრობლემებთან, რაც ჩვენ გვაქვს. მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ქალებზე ფიქრი დაიწყონ, როგორც დამოუკიდებელ არსებებზე და თუ ასე შეხედავენ, კაცების ცხოვრებაც განსაკუთრებით გაადვილდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას მოიხსნიან. ჩვენ გარშემო თუ გაფაროვდება ადამიანების ქსელი, ვინც ჩათვლის რომ ქალის საქციელზე ქალია პასუხისმგებელი, კაცის საქციელზე კაცია პასუხისმგებელი, ქალი არ წარმოადგენს კაცის პატივისა და ღირსების განმსაზღვრალეს და ქალი თუ ცუდად მოიქცა, არაფერ შუაშია კაცი, მის ღირსებას ეს არ უნდა ეხებოდეს, იგივე ზუსტად პირიქით...

მეორე - არ ვარ ტრაიბალისტური მიდგომის მომხრე და არ ვხედავ ამ ბრძოლას კაცებთან დაპირისპირების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია კაცები მოკავშირეებად აღვიქვათ და არა, კაცებისა და ქალების ჭრილში შევხედოთ, არამედ იმ ჭრილში, რა ამოცანაც გვაქვს, რომ აღარ გვარჩევდნენ კაცებისგან, როდესაც მაგალითად, ხელფასს შეეხება საქმე თუ იმდენივეს ვშრომოთ, თუ თანამდებობას და ასე შემდეგ. თუმცა, ეს არ მიიღწევა სოციალური ინჟინერიით და კვოტები პირიქით ამ ყველაფერს ხელს უშლის, ამიტომ ევროპული საქართველო ყველანაირად შეეცდება ეს ქალებისთვის დამამცირებელი სისტემა გააუქმოს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე ჩართვისას.

კომენტარები