პარამოფარიკავე

ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

FB/საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ირმა ხეცურიანმა ფინალში იტალიელ როსინა პასკუინოსთან 9:15 წააგო, ნინა თიბილაშვილი კი პოლონელმა კინგა დროჟმა 15:7 დაამარცხა.

კომენტარები