მარჯანიშვილის თეატრი

წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დანიშნა

გოგი მარგველაშვილი

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად" კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით გოგი მარგველაშვილი დანიშნა.

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ გოგი მარგველაშვილი 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში - ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2009 წლიდან დღემდე ის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

2023 წლის 10 ოქტომბერს, ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

კომენტარები