მარჯანიშვილის თეატრი

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძე

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან წულაძემ სამინისტროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა. გათავისუფლების ბრძანება კი დღეს - 10 ოქტომბერს გამოიცა.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრს 18 წელი ხელმძღვანელობდა. იგი პოზიციაზე ახალი - 4-წლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.

"კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს". - წერს კულტურის სამინისტრო.

კომენტარები